საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა

© ФФГჯაბა კანკავა "რეიმსის" შემადგენლობაშია
ჯაბა კანკავა რეიმსის შემადგენლობაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე ზაფხულს ჯაბა კანკავამ ფრანგულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამდე ის „დნეპრის“ ღირსებას იცავდა ბოლო რვა წლის განმავლობაში.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის ჩემპიონატში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა კლუბ „რეიმსის“ შემადგენლობაში, რომელიც „ნანტის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩს ატარებდა.  

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მე-40 წუთზე პირველი გაფრთხილებაც მიიღო. შესვენების შემდეგ კანკავა კვლავ გავიდა მოედანზე, თუმცა 8 წუთის შემდეგ ის შეცვალეს. 

„რეიმსი“ შეხვედრაში საკუთარ კარში მიღებული ერთადერთი გოლით დამარცხდა, რომელიც 77-ე წუთზე ემირ ლენჟანიმ გაიტანა.  

ჩემპიონატში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ „რეიმსი“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა. 29 აგვისტოს კლუბი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს „ლორიანს“.  

მიმდინარე ზაფხულს ჯაბა კანკავამ ფრანგულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამდე ის „დნეპრის“ ღირსებას იცავდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. 


ყველა ახალი ამბავი
0