ჟურნალისტი, მუშკეტერი და უბრალოდ, მაგარი კაცი

ჟურნალისტი, მუშკეტერი და უბრალოდ, მაგარი კაცი
გამოწერა
ცნობილ ჟურნალისტს, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, არჩილ გოგელიას 74 წელი შეუსრულდა. ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე ტელეფონით დაუკავშირდა იუბილარს და, მილოცვასთან ერთად, აქტუალურ თემებზეც ესაუბრა.

ფარიკაობით დაწყებული კარიერა ჟურნალისტიკაში გააგრძელა. მუშაობდა „ლელოში“, საქართველოს რადიოში, დააფუძნა ჟურნალი „მართვე“, რედაქტორობდა ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებას“, გაზეთ „თბილისს“, დააფუძნა დამოუკიდებელი გაზეთი „დრონი“, სხვადასხვა დროს, ორჯერ იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი, არის არაერთი წიგნის ავტორი. დღეს, არჩილ გოგელია ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია და იმედით უყურებს ქართველ ხმლით მოფარიკავეთა პერსპექტივას —  ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშების ბილიკზეც მოელის.

ჟურნალისტი, მუშკეტერი და უბრალოდ, მაგარი კაცი

ყველა ახალი ამბავი
0