მედია: დუშეთიდან ყველა ტურისტი ევაკუირებულია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო, მთები, მაშველები.
საქართველო, მთები, მაშველები. - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას რეგიონს კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი დაატყდა თავს. საავტომობილო გზის ნაწილი ჩამოსულმა მეწყერმა დაფარა. დაზიანებულია 500 მეტრამდე გზის მონაკვეთი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მაშველებს 350-მდე ტურისტის ევაკუირება მოუხდათ თუშეთიდან, რომლებიც ავტომაგისტრალზე ჩამოსული მეწყერის გამო, გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდნენ. 

 ამის შესახებ ქართული მედია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება. 

 კვირას რეგიონს კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი დაატყდა თავს. საავტომობილო გზის ნაწილი ჩამოსულმა მეწყერმა დაფარა. დაზიანებულია 500 მეტრამდე გზის მონაკვეთი. სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენების საშუალებით განხორციელდა. ამ დროისათვის ზონიდან ყველა ტურისტი გამოყვანილია — იტყობინება მედია. 


ყველა ახალი ამბავი
0