შსს-მ C.T. Park-ის სამი თანამშრომელი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავა

© Sputnik / STRINGERპარკირება
პარკირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა კვირას კომპანია C.T. Park-ის სამი თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს ავტომანქანა, მასში მძინარე 11 წლის საფრანგეთის მოქალაქე ბიჭუნასთან ერთად. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.

 „გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

 გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0