ირლანდიამ საქართველოს კრისტოფერო დე კასტელის უნიკალური გრაფიკული ალბომის ასლი აჩუქა

© acebook.com/jabraili.sasaxlidanირლანდიამ საქართველოს კრისტოფერო დე კასტელის უნიკალური გრაფიკული ალბომის ასლი აჩუქა
ირლანდიამ საქართველოს კრისტოფერო დე კასტელის უნიკალური გრაფიკული ალბომის ასლი აჩუქა - Sputnik საქართველო
გამოწერა
1631 წელს იტალიელი კათოლიკე მისიონერი და მხატვარი დონ კრისტოფერო დე კასტელი საქართველოში სამისიონერო მოღვაწეობისათვის გამოაგზავნეს. კასტელიმ შექმნა არა მარტო დაწვრილებითი აღწერა XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური წყობისა, არამედ ნახატების უნიკალური ალბომიც

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის გადაწყვეტილებით, იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფერო დე კასტელის საქართველოზე შესრულებული აქამდე უცნობი გრაფიკული ნახატების ბეჭდური ასლები საქართველოს ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადაეცა. 

 ამის შესახებ სოციალური ქსელის Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ამჟამად დუბლინში (ირლანდიაში) მყოფი ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია იტყობინება

 1631 წელს იტალიელი კათოლიკე მისიონერი და მხატვარი დონ კრისტოფერო დე კასტელი საქართველოში სამისიონერო მოღვაწეობისათვის გამოაგზავნეს.  კასტელიმ შექმნა არა მარტო დაწვრილებითი აღწერა XVII საუკუნის პირველი ნახევრის  დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური წყობისა, არამედ ნახატების უნიკალური ალბომიც. ძირითადად ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეთა პორტრეტები, ასევე ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა პორტრეტები. ბევრი მათგანი თანამედროვე სახელმძღვანელოებში და საქართველოს ისტორიის წიგნებში შევიდა. 

 „დღეიდან, ამ ძვირფასი ალბომის ხილვა, პალერმოს ბიბლიოთეკის გარდა, ხელოვნების სასახლეშიცაა შესაძლებელი. გადმოცემული ალბომის ასლში საქართველოსთან დაკავშირებული ბევრი ისეთი ნახატია, რომელიც მანამდე არ გამოქვეყნებულა. ასლების შექმნა მამიდაჩემმა მედეა კალანდიამ დააფინანსა,“- წერს თავის გვერდზე გიორგი კალანდია. 


ყველა ახალი ამბავი
0