ვალერიან შიუკაშვილი და ნუკრი კაპანაძე ბათუმში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუსიკალური ცენტრის, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის სალაროებში, ასევე სასტუმროში Intourist, ტურისტულ კომპანიაში Calipso Travel, ასევე გვერდზე biletebi.ge.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ასევე ცნობილ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად 2015 წლის 25 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავს.  

 ეს ვალერიან შიუკაშვილისა და ნუკრი კაპანაძის პირველი ერთობლივი კონცერტი იქნება. 

 ბილეთების შეძენა შესაძლებელიამუსიკალური ცენტრის, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის  სალაროებში, ასევე სასტუმროში Intourist, ტურისტულ კომპანიაში Calipso Travel, ასევე გვერდზე biletebi.ge. ბილეთების ღირებულება 10-20 ლარია. კონცერტის დასაწყისი 20:30. მისამართი: ოდისეი დემეტრაძის ქ. N1.

 ვალერიან შიუკაშვილი  1975 წლის  11 ნოემბერს  დაიბადა. ქართველი პიანისტი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.

 ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი. 1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

 ვალერიანმა დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 ვალერიან შიუკაშვილი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. ამჟამად, ვალერიანი არის ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამაარსებელი, გენერალური დირექტორი და ხელოვნების აკადემიის ფარგლებში ხელს უწყობს მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდას.

 ნუკრი კაპანაძე 1964 წელს თბილისში დაიბადა. მღეროდა მუსიკალურ ტრიოში „თაიგული“. 30 წლის ასაკში დაიწყო სოლო კარიერა. შემსრულებელს ჩაწერილი აქვს რამდენიმე სოლო ალბომი.


ყველა ახალი ამბავი
0