საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფრანგ მეტოქეებთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგო

© http://www.gbf.ge/კალათბურთი. საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა.
კალათბურთი. საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი ქართველი კალათბურთელებისათვის ამხანაგური ტურნირი გახდება იტალიის ტრიესტეში, რომელიც 28 დან 30 აგვისტომდე გაიმართება.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში, საფრანგეთში, მასპინძლებთან ჩატარებული ამხანაგური შეხვერდა გამანადგურებელი ანგარიშით 53:95 წააგო. 

 ევროპის მოქმედი ჩემპიონები, დიდ შესვენებამდე კოკოშკოვის გუნდს მხოლოდ ცხრა ქულით უგებდნენ. მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ქართველი კალათბურთელები ჩავარდნენ. მესამე მეოთხედი ფრანგებმა ანგარიშით 30:9 მოიგეს, ხოლო მეოთხე 24:12.

 ერთადერთი კომპონენტი რითაც ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძლებს აჯობეს, სამქულიანი ბურთები იყო. მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ ფრანგები უბრალოდ არ აძლევდნენ საშუალებას ქართველ კალათბურთელებს ორქულიანი სროლის ზონაში შესულიყვნენ, მუდმივად იბრძოდნენ ამისთვის. შედეგად, საშუალო დისტანციიდან ფრანგებმა 32 ორქულიანი ჩააგდეს, მაშინ როცა საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 8 ბურთი მოახვედრა კალათში. 

 მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შარლ კაუდი გახდა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა. ქართულ გუნდში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომლის აქტივში 14 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა. 

 ქართველმა კალათბურთელებმა უკვე დატოვეს საფრანგეთი და სლოვენიაში გაემგზავრნენ, სადაც საწვრთნელ შეკრებას გადიან. 

 ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი ქართველი კალათბურთელებისათვის ამხანაგური ტურნირი გახდება იტალიის ტრიესტეში, რომელიც 28 დან 30 აგვისტომდე გაიმართება. საქართველოს ნაკრების გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ იტალიისა და რუსეთის ნაკრებები, ასევე მიჩიგანის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი.  


ყველა ახალი ამბავი
0