ყირიმის მთის აი-პეტრის მწვერვალზე რუსეთის დროშა აღმართეს

© RIA Novosti . Андрей Игловმთა აი-პეტრის მწვერვალი
მთა აი-პეტრის მწვერვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აი-პეტრი (უკრ. Ай-Петрі) — მწვერვალი ყირიმის მთებში. სიმაღლე 1234 მ. განარჩევენ მთავარ (1234 მ), დასავლეთსა და აღმოსავლეთ (1100 მ) მწვერვალებს. ციცაბოდ ეშვება შავი ზღვის სანაპირო რაიონში. მეტწილად აგებულია კირქვებით. მთის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ალუპკა და დაბა კორეიზი.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დროშა აღიმართა ყირიმის  მთის აი-პეტრის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სიმაღლე 1234 მეტრია. 

„აი-პეტრის ყველაზე მაღალ წერტილზე დღეს სახელმწიფო დროშა აღიმართა, რომელიც ამაყად ფრიალებს რუსეთის ყირიმის თავზე. ამ საქციელით ყირიმელებს სურთ აჩვენონ თავისი თანამონაწილეობა და კუთვნილება დიადი ქვეყნისადმი, ასევე მადლიერება რუსეთის  ხალხისა და პრეზიდენტის მიმართ, რომელთაც მხარი დაუჭირეს ყირიმელთა არჩევანს მათთვის ისტორიულ დღეს“, — უთხრა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ყირიმის მთავრობის ვიცე —პრემიერმა  რუსლან ბალბეკმა. 

 გარდა ამისა, მისი თქმთ, რუსეთის სამფეროვანი დროშა ასევე აღიმართა აი-პეტრის ერთ-ერთი ქვის კბილანაზე, სადაც ჩვეულებრივ გამარჯვების ალამი აღიმართებოდა. „ყირიმელებისათვის რუსეთის სახელმწიფო დროშა გამარჯვების დროშა გახდა, რადგან სწორედ ამ დროშის ქვეშ ყირიმელები მიდიოდნენ რეფერენდუმზე, რათა დაეცვათ რუსეთთან ერთად ყოფნის უფლება“, — ხაზი გაუსვა ბალბეკმა. 

 ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დროშები მწვერვალზე აიტანეს ყირიმის მთავრობის მეთაურის  სერგეი აქსენოვის დავალებით და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროში დღის აღსანიშნავად, რომელიც შაბათს აღინიშნება.  დროშების აღმართვაში მონაწილეობდა ორი ყირიმელი მთამსვლელი სპორტსმენი.

 აი-პეტრი (უკრ. Ай-Петрі) — მწვერვალი ყირიმის მთებში. სიმაღლე 1234 მ. განარჩევენ მთავარ (1234 მ), დასავლეთსა და აღმოსავლეთ (1100 მ) მწვერვალებს. ციცაბოდ ეშვება შავი ზღვის სანაპირო რაიონში. მეტწილად აგებულია კირქვებით. მთის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ალუპკა და დაბა კორეიზი.


ყველა ახალი ამბავი
0