თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ შაბათს განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებებმა უკრაინას დრო მისცეს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად.
"მინსკის შეთანხმებებმა, ვინც და როგორც არ უნდა გააკრიტიკოს, ფორა მოგვცეს, დრო მოგვცეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ისინი დაგვეხმარნენ თუნდაც ნაწილობრივ გადაგველახა აშკარა სამხედრო-ტექნიკური ჩამორჩენა რუსეთისაგან“, — თქვა პოროშენკომ ხარკოვის ოლქში სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას, სადაც იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს ჯარში კონტრაქტორთა რაოდენობის გაზრდას.
პირველ რიგში საუბარია იმ ქვედანაყოფებზე, რომლებიც სამსახურს გაზრდილი რისკის ზონაში გაივლიან, რუსეთის საზღვრის მახლობლად, იქ, სადაც სპეციალური ცოდნაა საჭირო“, —აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, თუმცა იქვე დაამატა, რომ უახლოეს პერსპექტივაში გაწვევა და მობილიზაცია კვლავ შენარჩუნდება.
პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მთავრობა უკრაინის სამხედრო ძალებს 300 ერთეულზე მეტ ჯავშანსატანკო ტექნიკას, 400 ავტომობილს, 30 ათას რაკეტას და სხვა შეიარაღებას გადასცემს.
ამასთან მოსკოვმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. არ ამარაგებს ამბოხებულებს სამხედრო ტექნიკით და საბრძოლო იარაღით, არ წარმოადგენს შიდა უკრაინულ კონფლიქტში მხარეს და დაინტერესებულია იმით, რომ უკრაინამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გადალახოს. მოსკოვი მოუწოდებს კიევს პირდაპირი დიალოგი გამართოს დონბასის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან.