თბილისი, 21 აგვისტო —ნოდარ ბროლაძე, Sputnik.
გავრისკავ და რიგ მოსაზრებებზე დაყრდნობით ვივარაუდებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ახალგაზრდას, დამოუკიდებელს თავის გადაწყვეტილებებში და სრულიად კონკრეტულს საკუთარი აზრის გამოთქმაში, საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად აღიქვამს. ეს მთელი რიგი აშკარა ნიშნებითაც ჩანს. ალბათ, ღირს მისი ხასიათის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თვისების აღნიშვნა: მას არ შეუძლია და არ უყვარს პირფერობა, ლაქუცი, ხოლო მოსაზრება მისი ე. წ. „ჩრდილოვან ოლიგარქზე“ — ბიძინა ივანიშვილზე ქრონიკული დამოკიდებულების შესახებ უფრო გაზვიადებულია და ამ პოსტულატს ოპოზიცია მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით იყენებს. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ის ვინმეს გულის მოგებას არ ცდილობს, მათ შორის არც იმისი, ვისაც მიღებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ვუწოდოთ. ამას გარდა, მთავრობა სულ უფრო მეტად ისწრაფვის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღოს, და თან სუვერენული სახელმწიფოს თვითგადარჩენის ინსტინქტებს ემორჩილება. სხვა საქმეა, რამდენად წარმატებულია ეს ყველა შემთხვევაში.
დასაწყისისთვის საკმარისი იქნება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თუ წინა ეტაპებს შევადარებთ, რაღაც დამოუკიდებლობას იძენს, უფრო პრაგმატული და აწონილი ხდება. შეიძლება ვისაუბროთ ფრთხილ მიდგომებზე დაყრდნობილ გაწონასწორებულ პოლიტიკაზე. მაგალითად, ამან საქართველოს გასულ კვირაში საშუალება მისცა, რუსეთის მხრიდან პროდუქციის შეტანაზე ემბარგო აერიდებინა თავიდან და ამით საზოგადოებრივი აზრის წინაშე, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ორთოდოქსული და უფრო მოქნილი ხდება, მომგებიანი პოზიციით წამდგარიყო. დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე უარი, სხვათა შორის, არა მარტო რუსეთის ბაზრის შენარჩუნების სურვილით იყო ნაკარნახევი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ოფიციალური თბილისი ამით გვამცნობს, რომ იმ გზაზე გადის, რომელზეც სახელმწიფო მიზანშეწონილობა დომინირებს. საქართველომ ამიტომაც გადაწყვიტა, არ შეევსო იმ ხუთი სახელმწიფო სია, რომლებმაც თვინიერად და სტერეოტიპულად — ამერიკის მოთხოვნებთან უნისონში — იმოქმედეს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. და აი, აქ ვხედავთ იმ საღ აზრს, რომელიც საქართველოს ბოლო მრავალი წლის მანძილზე არ ჰყოფნიდა. საუბარია წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობებში ბალანსის დაცვაზე.
თავისი არსით, პოლიტიკური აზროვნების ტრანსფორმაციასა და პიარის კულტივაციაზე უარის თქმით, როდესაც გეოპოლიტიკური გარემოცვის მტრობაზე წარმოდგენები დომინირებდა, საქმე გვაქვს ახალ საინტერესო ფენომენთან. თან რეალობა კურსის ორიენტაციის შეცვლაზე კი არ მეტყველებს, არამედ მის კორექტირებაზე პრიორიტეტების ბალანსის სასარგებლოდ. შევნიშნავთ, რომ მშვიდი მანევრი, რომელსაც რუსული ემბარგოს მარწუხებისგან გადარჩენა მოჰყვა, მთავრობის პრინციპული პოზიციის პირველი გამოხატულება არ ყოფილა. ამას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელმაც იმავე პრემიერის პირით, ვაშინგტონში ერთსქესიანთა ქორწინების ყველა შტატში ლეგიტიმაციის შესახებ ცნობილი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რამაც ასე ააფორიაქა ქართული საზოგაადოება, მოგვცა ცნება — „ოჯახის“ სავსე და მკაფიო განსაზღვრება.
აქ გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისთვის, მისი რეკომენდაციებისა და დებულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასავლეთის პარტნიორებისთვის, ჩვეულებრივ, არასასურველია, რადგანაც ისინი, პარტნიორები და მოკავშირეები, დამოკიდებულნი არიან მის გლობალურ მიზნებზე, სტრატეგიულ გათვლებზე და ვალდებულნი არიან მიჰყვნენ იმ ფასეულობებს, რომელიც დასავლეთმა მათთვის შეადგინა და ამის, როგორც დემოკრატიული და პრიორიტეტული ფასეულობების დეკლარირება მოახდინა. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ეს „ერთგულება“ არ ექვემდებარება არც განხილვას, არც ხელახლა გააზრებას. თანაც, ახლა ისეთი დროა, შენი სახელმწიფო მთელი რიგი პარამეტრებით მზადაც რომ იყოს ნატოში ან ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ შენ, დავუშვათ, ერთსქესიანთა სიყვარულის სოციალურ და ბიოლოგიურ მიზანშეწონილობაში ეჭვი გეპარება, მაშინ „კარგ საზოგადოებაში“ შეიძლება არ მიგიღონ მანამდე, სანამ არ გაიძულებენ აღიარო ახალი ოჯახების „ბარაქიანი“ არსებობის აუცილებლობა, თუნდაც ამას შენი ქვეყნისთვის დამთრგუნველი და დამღუპველი პერსპექტივა ჰქონდეს. ნათელია, რომ, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ყველა შტატში ნიშნავს, რომ ამ ახალი „იდეის“ ყველგან მსოფლიოში დამკვიდრების მიზნით, მზად არიან და განზრახული აქვთ ტოტალური წნეხი კიდევ უფრო მტკიცედ აამოქმედონ.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ ყოვლისშემძლე ძალები, რომლებიც დიდი ხანია, ამერიკულ კანონმდებლობასთან ერთად ზნეობას ფეხქვეშ თელავენ და რომლებიც მზად არიან შოკისმომგვრელი ნოვაციებითვის, ძალზე შორს მიდიან გადაწყვეტილებებში, რომ განსაკუთრებულ გარემოში აღმოცენებული საკუთარი წარმოდგენები თავისი ფსიქო-ფიზიოლოგიური შემადგენლობით, დანარჩენ სამყაროს მოახვიონ თავს. ეს ამოცანა, ალტერნატიულად განწყობილ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ სოციუმებში, საიდუმლო არაა, რომ მთელი კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ „ერთსქესიანი ეგზისტენციალიზმის“ იდეოლოგია დემოკრატიული აზროვნების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი გახდეს და ყველასთვის პროპორციული მემკვიდრეობა ჰქონდეს — საზოგადოებების ისტორიული განსაკუთრებულობების, სამოქალაქო უპირატესობების, ტრადიციებისა და რწმენის მიუხედავად.
საქმეთა ასეთი განლაგებისას თბილისში, ბუნებრივია, უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ სწორედ დღეს, როგორც არასდროს, ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოსა და მის ხელისუფლებას მართებთ იზრუნონ იმაზე, რომ გაუკუღმართებულ მორალს რაიმე უფრო რეალური და უფრო ქმედითი დაუპირისპირონ, ვიდრე უკბილო ორაზროვანი ფორმულირებებია. ამიტომაც ქვეყანაში კმაყოფილების გასაგები გრძნობა გაჩნდა, როდესაც პრემიერმა არ დააყოვნა, პრევენციულ განცხადებაში ცალსახად აღნიშნა და მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ საქართველოში ოჯახი საუკუნეებითგან მამაკაცისა და ქალის კავშირია და ეს კვლავაც ერთადერთ მისაღებ ცნებად რჩება.
უეჭველია, რომ ვიღაცას ქვეყანაში და მის გარეთ ეს არ მოეწონა, მაგრამ ღია რეაქცია ამას არ მოჰყოლია. სპეციალურად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ზოგადად, ისეთი განწყობილებაა, რომ თუ ამის საბაბი და აუცილებლობა გაჩნდება, საყოველთაო სოლიდარობისა და ერთიანობის საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეიძლება საპროტესტო მოძრაობა დაიწყოს, რომელსაც შეუერთდებიან არა მარტო სამოქალაქო გაერთიანებები და მოხალისეთა ჯგუფები, არა მარტო ყველა რელიგიური კონფესია და რა თქმა უნდა, მათ შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ, გამორიცხული არაა, საპროტესტო მოძრაობას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ ხელისუფლების მმართველი სტრუქტურებიდან.
ამან არავინ უნდა გააკვირვოს, რამდენადაც საქართველო გაოგნებულია, რომ საზოგადოება, სადაც ყოველწლიურად მატულობს იმ მამაკაცთა რაოდენობა, ვინც ქალს ბუნებრივი ბიოლოგიური პარტნიორის სახით გამოუსადეგრად მიიჩნევს, ალბათ, ოდესმე უნდა დაფიქრდეს, რატომ ხდება ეს. მაგრამ, როგორც მოვლენები გვიჩვენებს, ამის იმედად ყოფნა არ გვიწევს. ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესოდენ „ორიგინალური“ ცნობიერება — და ამაზე ჯერ კიდევ ყველაფერი ნათქვამი არ არის — არა მარტო საერთაშორისო პოლიტიკური წრეებისა და სამხედრო ალიანსების საფარველქვეშ არის, არამედ ცინიკურადაც გვკარნახობს პოლიტიკურ მოდას ადამიანის უფლებების დაცვის სახით, ტოტალური კონტროლის გზით „პრიორიტეტულ“ წარმოდგენებს გვახვევს თავს.
საქართველო, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, ცდილობს ახსოვდეს სახარებისეული ჭეშმარიტება დამცირებულის შესახებ, რომელსაც ამაღლება ელოდება. ეს იმისთვის გავიხსენე, რომ საქართველოს მოკავშირეები არც თუ იშვიათად ახსენებენ მას თვითკმარობის დეფიციტის, სუსტი ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადების არასრულყოფილების, მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტების, ტერიტორიული დანაწევრების და ა. შ. შესახებ. მდგომარეობის არასრულფასოვნების შეხსენებით საკუთარ თამაშში გვითრევენ და თან მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს გვთავაზობენ, ხოლო ნატოსკენ მიმავალ გზაზე უფრო მაღალ საფეხურზე არ გადავყავართ, რადგან რუსეთთან ახალი კონფლიქტების რეციდივის გამო შიშობენ.
აი ასე, არსობრივად, პარტნიორს იყენებენ, ცდილობენ თანამშრომლობას, რომელიც მოწოდებულია ჯარი გააძლიეროს, მაგრამ არა — ეკონომიკა, რაც არც თუ წარმატებით აისახება სახელმწიფოს უსაფრთხოების დონეზე. და თან აიძულებენ ისეთი ცხოვრების კულტივაციას, რომელიც, პრაქტიკულად, დამღუპველი და საქართველოს პირობებში სრულიად შეუძლებელია, როგორც „საზოგადოდ მიღებული“ და „გავრცელებული“.
ცნობილია, რომ ასწლეულების მანძილზე დასავლეთის ქვეყნებსა და ხალხებში ინერგება ისეთი სოციალური ტრადიცია, როგორიც ინცესტია. მთელ ამ „არეულობას“ ნათესავებთან და ახლობლებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიძაშვილებსა და დეიდაშვილებზე, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, სხვადასხვა სახის გენეტიკურ დეფორმაციებთან მივყავართ. საქართველოში ასეთი ტრადიცია არც ყოფილა და არც ახლაა, ამიტომ არც შეიძლება საუბარი საგანგებო, ექსტრემალურ ვითარებაზე, რომელიც „გადარჩენის“ საკანონმდებლო ზომების მიღებას მოითხოვს. ყოველივე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ფიქრობენ ქართულ საზოგადოებრივ წრეებში, ამის თაობაზე წერენ ადგილობრივი პუბლიცისტები და ანალიტიკოსები და თავს იმტვრევენ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის სოციალურ-პოლიტიკური შედეგები.
მიუხედავად ამისა, პრემიერმა თავისი სათქმელი თქვა. აბსოლუტურად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას მხარს უჭერენ. უპირველესად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ახალგაზრდობის მხარდაჭერა აქვს, რომელსაც აქვს მომავალი და როგორც ჩანს, აქვს ის, რაზეც უნდა იზრუნოს.
აქვე, დემოკრატიული განვითარების სხვა პროექტებითა და პარტნიორების საქციელით ქართული საზოგადოების იმედგაცრუების მიზეზებზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ დასავლეთის ლიდერების უკიდურესად წინააღმდეგობრივი პოზიცია საქართველოს ყოფილი მმართველების მიმართ. ქვეყნის ხელისუფლებას მაშინვე აგრძნობინეს, რომ, იმისდა მიუხედავად, რა „კუდები“ მოჰყვება ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელობას, რომელიც მისი ამერიკელი მფარველების კურთხევით დიდი მზრუნევლობით არის ჩანერგილი კიევის რეჟიმში, ამ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანისა და მისი გუნდის წევრების ხელის ხლება არ შეიძლება.
ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება დღემდე უკმაყოფილოა იმით, რომ თავისი ინტერესები კიევის და მით უფრო — ვაშინგტონის ინტერესების სასარგებლოდ, იგნორირებულია. ამასთან დაკავშირებით ისევ პრემიერი (და ისევ — პრემიერი!) განცხადებით გამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ უკრაინის მთავრობისკენ მიმართული განცხადება იყო. და ამის გაგება შეიძლება — საქართველოს უფლება არა აქვს, ოფიციალური ვაშინგტონი გააკრიტიკოს. სამაგიეროდ, მით უფრო დასაფასებელია მის მიერ დაცული პოზიცია.
ასეც გამოდის, რომ უკვე არა ერთი თვე და წელია, საღ აზრს ჩრდილოელ მეზობელთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ რეგიონში „წესრიგი“ დაამყაროს, სტიმულს აძლევს სტრატეგიული პარტნიორის ქმედებებით თითქმის დაუფარავი იმედგაცრუება. მაგრამ რას ფიქრობს თავის გეგმებზე ოფიციალური თბილისი? ინტერესთა ბალანსზე უკვე ვისაუბრეთ. წინ გზა სწორედ ამ მიმართულებითაა? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ერთ საინტერესო სახეს მივმართოთ.
ყოველდღე ათასობით თბილისელი სეირნობს იქ, სადაც „ველოსიპედია“ დამონტაჟებული — საინტერესო ლითონის კონსტრუქცია, რომელიც ფრანგმა მხატვარ-დიზაინერმა რამდენიმე წლის წინ შექმნა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ საინტერესო ქმნილების მხატვრული მხარე და ზოგადი ესთეტიკა ახალ აზრს იძენს, როცა უეცრად ხვდები,რომ „ველოსიპედი“ უფრო გონებას გიშფოთებს, ვიდრე გულს აღელვებს. ნებსით თუ უნებლიეთ, მაგრამ ეს გაქვავებული ურჩხული, რომელიც თითქოს ცხოვრების ჯანმრთელი წესისკენ უნდა მოგიწოდებდეს, გეოპოლიტიკური ჩიხის ნაღვლიანი სიმბოლოა, რომელშიც საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება, რადგანაც გაზვიადებული აღმოჩნდა დასავლეთთან დაკავშირებული პარტნიორული მოლოდინები და ის შიშები, რომლებიც ბევრ რამეში ხელოვნურად ძაბავდა ვითარებას საქართველოსა და რუსეთის დასაშორებლად.
„ველოსიპედი“ შემთხვევით არ გვაგონებს კიდევ „ბურიდანის ვირის“ სახეს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, თივის რომელ კონასთან მივიდეს. საით, რომელ მხარეს? ან — მაინც, როგორ უნდა შეუთავსდეს ერთი მეორეს? რა აზრი დევს ამ სავარაუდო მოძრაობაში, როცა მიზანი კარგად გააზრებული და გამოკვეთილი არ არის? სიმბოლურია ასევე, რომ ერთდროულად ორივე მიმართულებით მოძრაობა, აშკარა საშინაო სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის პირობებში, ვითარების სტატიკურ აუტანლობას წარმოშობს, და ამიტომ ველოსიპედი ასევე სტაგნაციის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს. მინდა, ამ აზრობრივად დატვირთულ ობიექტს სათაური დავარქვა: „საკუთარ თავს ვერ გაექცევი“.
თითქოს ეს პოპ-არტის არც თუ წარმატებული, თუმცა საინტერესო ნაწარმოები იმისთვის შემოგვიგდეს, რომ, რასაც არ უნდა ეხებოდეს, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების დამღუპველი შედეგების შესახებ გვახსოვდეს, და აი, დგას ჩვენთან, ქალაქის ცენტრში „ახალი ეპოქის“ ველოსიპედი — როგორც იმ სოციალური და პოლიტიკური ჰიპოდინამიის, იმ უცნაური უმოძრაობის ძეგლი, რომელშიც ქვეყანა უკვე მრავალი წელია იმყოფება. უფრო მეტიც, ეს ლოგიკური, პოლიტიკური, სოციალური ანომალიის სრულებით დასრულებული სიმბოლოა.
ანომალიის — აზროვნებისა და მოქმედებების, ახლო წარსულის პოლიტიკური ფსიქოპათიისა და ჯერჯერობით უნაყოფო მცდელობის, თავი დავაღწიოთ ამჟამინდელ ნაკლებადმიმზიდველ მდგომარეობას. ამიტომ, გვაქვს საფიქრალი. მაგალითად იმაზე, რომ თუ ავმოძრავდებით და როგორც ჩანს, არსაით, როგორ გავავარჯიშოთ სახელმწიფო და საკუთარი კუნთები, იქნებ, დახმარებისთვის იმ ინეტერესთა ბალანსს მოვუხმოთ? თუ მხარეებს „საინტერესო იდეები“ აქვთ, მოსკოვთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და არა შეწყდეს — ეს აზრი ამ დღეებში გამოთქვა საქართველოს წარმომადგენელმა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც, ჩვეულებრივ, პრაღაში იმართება. და თან, მით უფრო უნდა გაგრძელდეს, თუ, მისი თქმით, ამას დასავლეთი უჭერს მხარს.
იგივე სურს ჩვენს პრემიერს, რომელიც ჩვენსავე პრეზიდენტთან პერმანენტული დაპირისპირების რეჟიმშია. მაგალითად, ორივეს უნდოდა ამ დღეებში გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ თითოეულს თავისი წარმოდგენა აქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და ეს წარმოდგენები ზოგიერთ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა.
ამიტომ უთანხმოება ამ ტანდემის შიგნით, რომელიც „პოპ-არტულ“ ველოსიპედს გვაგონებს, სამწუხაროდ, მოსაზრებას მხსნელი საღი აზრის არსებობაზე ეწინააღმდეგება. დასავლეთს, ალბათ, სურდა, რომ საქართველოს პოზიცია გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტის სახით უფრო მოქნილ და ელასტიურ პოლიტიკოსს გაეხმიანებინა, მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა მასზე არაა დამოკიდებული. ხოლო იმაზე, ვინც ნიუ-იორკში სიტყვით გამოვა, ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგალითად, მიიტანს თუ არა ის ქართული საზოგადოების დასავლეთ პარტნიორობაში გარკვეული იმედგაცრუების შესახებ აზრს აუდიტორიამდე?