თბილისის სასამართლომ ინ-ვიტრო ემბრიონის განკარგვის უფლება მომავალ დედას მიანიჭა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიჩვილი
ჩვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილი ქორწინებაში 2010 წლიდან იმყოფებოდა. ქალის ავადმყოფობის გამო, ქმრის ინიციატივით, წყვილმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას მიმართა ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის. შემდეგში კი ურთიერთობების გამწვავების გამო, ქმარმა უარი თქვა გაყინული ემბრიონის გამოყენებაზე.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქალმა ქმრისგან  სასამართლოს ძალით მოიპოვა უფლება იყოლიოს შვილი სუროგატი დედისაგან, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო იტყობინება

 სასამართლოს ინფორმაციით, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში 2010 წლიდან იმყოფებოდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქმრის ინიციატივით, წყვილმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას მიმართა ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის, სუროგატი დედის მეშვეობით. შედეგად, მოხერხდა ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შექმნილიყო 1 ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე, გაყინეს. ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში წყვილს შორის არსებული უთანხმოება გამწვავდა და ქმარმა უარი თქვა საერთო ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე. ცოლმა სასამართლოს მიმართა საერთო ემბრიონზე მისი უფლების აღიარებისა და სუროგატის სხეულში გადატანის, სუროგატთან ხელშეკრულების დადებისა და სუროგატისა და კლინიკის შერჩევის ქმრის თანხმობის გარეშე განხორციელების უფლების მოპოვებისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქალისათვის ერთადერთი შანსი გენეტიკური შვილის ყოლისა იყო სუროგატი დედის დახმარება და აღიარა მისი უფლება გახდეს მშობელი.

„მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა“ — ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0