თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და მსოფლიო მედიაში ბოლო დროს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა დიდი საოპერო მოღერლის, სსრკ-ს სახალხო არტისტის ზურაბ სოტკილავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ სოტკილავას ფაქტიურად უკურნებელი დაავადების — კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ტენორმა დაავადებას სძლია და გამოჯანმრთელების გზაზეა.
"Sputnik" —მა ზურაბ სოტკილავას დაურეკა.
— ინფორმაცია ჩემი გამოჯანმრთელების შესახებ სიმართლეს შეესაბამება, — გვითხრა ზურაბ სოტკილავამ. — მე ძალიან რთული ოპერაცია გამიკეთეს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის კობოსთან იყო დაკავშირებული. ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში ჩატარდა. ქიმიოთერაპიის კურსი კი რუსეთში. ვაბარებ ანალიზებს, რომლებიც სტაბილურ გაუმჯობესებას აჩვენებენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად არის.
— ეხლა სახალხო არტისტი შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტებისათვის ემზადება. მუშავდება ახალი პროგრამა. 10 სექტემბერს ზურაბ სოტკილავა სანკტ-პეტერბურგში გამოვა, 15 სექტემბერს — საქართველოში. 25 სექტემბერს კი ზურაბ სოტკილავასათვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი გაიმართება „სერგიევ პასადში“.
— დიდი ხანია მინდოდა კონცერტის გამართვა წმინდა, დალოცვილ ადგილას — გვითხრა სახალხო არტისტმა. — რათა სულმა — ჩემმაც და მსმენელებისაც — იგრძნოს ჰარმონია ღმერთთან და სამყაროსთან. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მხარს მიჭერდა და გამოჯანმრთელებას მისურვებდა.