თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართველ აკრობატთა ტრიომ — მარიამ ფოფხაძემ, სოფო გოგლიძემ და ნანა ჩაკვეტაძემ ველიკი ნოვგოროდში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გამოსვლის შედეგებით, მათ 80.650 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ რუსეთისა (83.050) და ყაზახეთის (82.000) წარმომადგენლებს დაუთმეს.
ნაკლებ იღბლიანი აღმოჩნდა ანი ჯოხაძისა და გიგლა იმნაძის დუეტი. მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წარმომადგენელმა — გიორგი ოქროპირიძემ და ტარიელ სირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში ველიკი ნოვგოროდშიუ უკვე მეთორმეტედ ტარდება. წელს შეჯიბრში მონაწილეონა 9 ქვეყნის 138-მა სპორტსმენმა მიიღო.