BMW Club Georgia საქართველოში დრიფტის ჩემპიონატს ატარებს

გამოწერა
დრიფტი — მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართება თბილისში, სააკაძის მოედანზე 23 აგვისტოს, ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი BMW Club Georgia იტყობინება

პირველად საქართველოს დრიფტის ისტორიაში ჩემპიონატი საპატრულო პოლიციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

„ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ დრიფტი საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე ჩაგვეტარებინა, სადაც ყველა ნახავდა ავტოსპორტის ამ სახეობის სილამაზეს, დაძაბულობას და ექსტრიმს!“ — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ჩემპიონატი პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის ტარდება. დაწვრილებითი ინფორმაცია ორგანიზატორთა Facebook გვერდზეა განთავსებული. 

ჩემპიონატი 14:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

დრიფტი — მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით.

ყველა ახალი ამბავი
0