თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. აუქციონის საწყისი ფასი 8,2 მილიონი ლარია, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება.
კერძოდ, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ 4 549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
ელექტრონული აუქციონი დასრულდება 18 სექტემბერს 17:00 საათზე.
სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.