თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 2008 წლის ომი რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო და არა სპონტანური, განაცხადა მიხელი სააკაშვილმა ინტერვიუში რუსულ გამოცემასთან "Новая Газета".
საქართველოს ექს-პრეზიდენტი უარყოფს იმ ვერსიას, რომ ომი ვლადიმერ პუტინის მისი პერსონისადმი პირადი აუტანლობის გამო დაიწყო.
„ის (ვ.პუტინი) დიდი ხანია საქართველოს დასჯას გეგმავდა. მიზანმიმართულად. მას, თუ შეგიმჩნევიათ სპონტანური რეაქციები არ აქვს, ეს არ არის მისი სტილი… მე ვიქნებოდი თუ სხვა საქართველოს სათავეში — სცენარი იგივე იქნებოდა. რაც შემეხება პირადად მე — არაფერსაც არ გრძნობს ჩემს მიმართ, საერთოდ ნაკლებად ინტერესდება პიროვნებებით“ — განაცხადა სააკაშვილმა.