ასტანაში კონკურს "თანამეგობრობის მებრძოლის" გამარჯვებული დააჯილდოვეს

გამოწერა
ყაზახეთის სამხედრო მოსამსახურეები ყოველწლიურ კონკურს "თანამეგობრობის მებრძოლის" აბსოლუტური გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსში ასევე 5 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ: სომხეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის.

ყაზახეთის სამხედრო მოსამსახურეები ყოველწლიურ კონკურს "თანამეგობრობის მებრძოლის" აბსოლუტური გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსში ასევე 5 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ: სომხეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის.

კონკურსის დახურვის ცერემონია ასტანაში მშვიდობისა და სოლიდარობის სასახლეში შედგა, შეჯიბრის მონაწილეებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი იმანგალი ტასმაგამბეტოვი ესალმებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი ყაზახეთი".

არმიების სამხედრო მოსამსახურეების VII საერთაშორისო კონკურსი "თანამეგობრობის მებრძოლი" ჟამბილსკის ოლქის მე-40 სამხედრო ბაზაზე, "ოტარზე" შედგა.

სამხედრო მოსამსახურეები 6 კონკურსში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს:  საკუთარ უნარებს უჩვენებდნენ ათლეტიზმში, სისხარტესა და გაბედულობაში, ფ-1 ტიპის ყუმბარის ზუსტ ტყორცნასა და ფიზიკურ მომზადებაში, აკ-74-ის ბრძოლაში გამოყენებაში, იცვამდნენ საერთო არმიულ დამცავ კომპლექტს, ტყორცნიდნენ ცივ იარაღს და ისროდნენ მიზანში.

სამხედრო ოსტატობის ამ შეჯიბრში აბსოლუტური გამარჯვებულები გახდნენ ყაზახეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ყოველ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს. მეორეზე გავიდა ბელორუსიის გუნდი, მესამესე კი — რუსეთის. ყაზახეთის არმიის მებრძოლები გამარჯვებულები გახდნენ შემდეგ ნომინაციებში: "ერუდიტი" — უმცროსი სერჟანტი ლუდმილა გუბარევა, "კავალერი" — უფროსი სერჟანტი რუსტამ სატჟანოვი, "ათლეტი" — სერჟანტი ორინბეკ სანდიბეკოვი, "სნაიპერი" — უფროსი სერჟანტი რუსტამ სატჟანოვი, "საუკეთესო მეომარი" — უმცროსი სერჟანტი ლუდმილა გუბარევა, "პროფესიონალი მეომარი" — უფროსი სერჟანტი ამირჟან მაუშევი. მთავარ ნომინაციაში "თანამეგობრობის მებრძოლი" გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი — სერჟანტი ორინბეკ სანდიბეკოვი, II დგილი — უფროსი სერჟანტი რუსტამ სატჟანოვი და III ადგილი — უფროსი სერჟანტი ამირჟან მაუშევი.


ყველა ახალი ამბავი
0