თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში 23 აგვისტოს ავტობუსებს სპორტის სასახლიდან სააკაძის მოედნამდე ტერიტორიაზე მოძრაობა შეეზღუდებათ, აღნიშნულია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ტრანსპორტისთვის მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე 11:00 საათიდან საღამომდე შეიზღუდება.
მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი — მარჯვენა სანაპირო — თამარ მეფის გამზირი — გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით — მერაბ კოსტავას ქ. — პეკინის ქ. — ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. — სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე).
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან — სპორტის სასახლემდე) გაიმართება. წელს ამ ღონისძიების ისტორიაში პირველად ჩემპიონატი საპატრულო პოლიციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.