ბორჯომში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Fred Greenberg / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ბორჯომი
ქალაქი ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს მანქანის ხანძრის მიზეზების გარკვევას შეუდგა. შემთხვევის დეტალები ირკვევა, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, განუცხადეს ჟურნალისტებს საქართველოს შსს-ს პრეს-ცენტრში.

 ჩაჩანიძის ავტომანქანას, რომელიც მის ეზოში იყო გაჩერებული, 20 აგვისტოს ღამით ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ქართული მედია.

 საქართველოს შსს ცეცხლის გაჩენის მიზეზების გამოკვლევას შეუდგა. შემთხვევის დეტალები ირკვევა, განაცხადეს უწყებაში.

 მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით“, რაც ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით. 


ყველა ახალი ამბავი
0