თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ირაკლი ალასანიას ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ბოიკოტს პარტია არ უერთდება, განუცხადა ჟურნალისტებს პარასკევს პარტიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 12-მა პარტიამ განაცხადა. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
არჩევნების გამართვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ წევრის ნაული ჯანაშიას გარდაცვალებისა და ფრაქცია „რესპუბლიკელები — ქართული ოცნების“ წევრის თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა საჭირო.
არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და სხვა.
„იმის თაობაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინვე განვაცხადეთ, როგორც კი ეს ადგილები გათავისუფლდა. ჩვენს პარტიას ბოიკოტთან შეერთების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მაგრამ გამოდის, რომ დღეს იმავე პოზიციებზე ვდგავართ, როგორზეც ბოიკოტში მონაწილე პარტიები არიან“, — განაცხადეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიაში.