თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს 12 ოპოზიციური პარტია აცხადებს.
არჩევნების გამართვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ წევრის ნაული ჯანაშიას გარდაცვალებისა და ფრაქცია „რესპუბლიკელები — ქართული ოცნების“ წევრის თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა საჭირო.
ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არადემოკრატიულს უწოდებენ.
„მიგვაჩნია, რომ აზრი არა აქვს 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, და ჩვენ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ. ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ამ განცხადებას“, — აღნიშნეს ოპოზიციურმა პარტიებმა.
არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და სხვა.
წარსულში მმართველი პარტია ენმ ბოიკოტს დანარჩენი თერთმეტი პარტიის განცხადებიდან მეორე დღესვე შეუერთდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიას ამასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს უახლოეს მომავალში დანიშნავს.