თბილისში 15 წლის გოგონას შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წელი მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობა თბილისის გარეუბანში 2014 წლის დეკემბერში მოხდა. ქართული მედიის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გოგონას ნათესავებმა, მისი შეყვარებული 19 წლის დავით ხარაზიშვილი სახლიდან გაიყვანეს და მოკლეს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კახა ფროდიაშვილს, რომელიც 19  წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, ამის შესახებ ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურში აცნობეს. 

მკვლელობა თბილისის გარეუბანში 2014 წლის დეკემბერში მოხდა. ქართული მედიის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გოგონას ნათესავებმა, მისი შეყვარებული 19 წლის დავით ხარაზიშვილი სახლიდან გაიყვანეს და მოკლეს. ხარაზიშვილზე ანგარიშსწორებაში მონაწილეობას იღებდნენ არასრულწლოვანი გოგონას ბაბუა, მამა და ძმა. 

საქმე აღძრული იყო განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0