ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას პოლიციას მიმართა ასაკოვანმა ქალმა მოლაპარაკე თუთიყუშზე ჩივილით, რომელიც მას რეგულარულად შეურაცხყოფდა. მოხუცის აზრით, ჩიტს სპეციალურად ასწავლა ლანძღვა მისმა გერმა.
პოლიციამ თუთიყუში განყოფილებაში მას შემდეგ მიიყვანა, რაც 85 წლის ქალმა ჩიტის პატრონი მისთვის უხეში მიმართვის სპეციალურად სწავლებაში დაადანაშაულა. თუთიყუში სახელად ხერიალი 2 წლის მანძილზე შეურაცხყოფდა საკუთარი პატრონის დედინაცვალს მაშინ, როდესაც ის მათთან სახლში მიდიოდა.
"როდესაც მე მას სიყვარულით ვეძახი და ვესალმები მას, ის შეურაცხყოფას მაყენებს. ამბობს: "წადი, ბებერო! წადი, მათხოვარო! წადი, შიშველო!", — განაცხადა დაზარალებულმა.
შეურაცხყოფისგან დაღლილმა ქალმა პოლიციაში 2 წლის მანძილზე შეტანილი რამდენიმე საჩივრის შემდეგ, მათგან საბოლოოდ ზომების მიღება მოითხოვა.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ დააკავონ უზრდელი თუთიყუში, ამიტომ ჩიტი მახარაშტრის სატყეო განყოფილებას გადასცეს.