თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულებმა ბინები მიიღეს

© https://www.facebook.com/CityHallofTbilisiთბილისის წყალდიდობისას დაზარალებულებმა ბინები მიიღეს
თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულებმა ბინები მიიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 მლნ 860 ათას 396 ლარი გადაურიცხა. მათგან 14-მა ოჯახმა ზარალის ანაზღაურება ოჯახის სულადობის მიხედვით ისურვა, ხოლო 18-მა - მათი ქონების საბაზრო ფასის მიხედვით.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. წყალდიდობით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა, იუწყება ხუთშაბათს, 20 აგვისტოს დედაქაალაქის მერიის პრეს-სამსახური.

 13 ივნისის ღამეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდლობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 300 — უსახლკაროდ დარჩა.

 ზარალმა დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დედაქალაქის ხელისუფლებამ დაზარალებულებს ორი ვარიანტი შესთავაზა: დაკარგული საცხოვრებლისთვის თანხის გადახდა შესაბამისი საბაზრო ფასის ან ოჯახის სულადობის მიხედვით.

 დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. 

 ჯიბუტების 11 სულიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების  3 სულიანმა და ახალკაცების 7 სულიანმა ოჯახებმა. მათი ახლადშეძენილი ბინები თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ დაათვალიერეს.

  „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებულები და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 ამ დროისთვის თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 მლნ 860 ათას 396 ლარი გადაურიცხა. მათგან 14-მა ოჯახმა ზარალის ანაზღაურება ოჯახის სულადობის მიხედვით ისურვა, ხოლო 18-მა — მათი ქონების საბაზრო ფასის მიხედვით.

 

ყველა ახალი ამბავი
0