მანუჩარ მარკოიშვილი თურქულ „დარიუშშაფაქაში“ გადავიდა

© photo: Sputnikკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარკოიშვილმა გასული სეზონი მოსკოვის „ცსკა“-ში გაატარა. ევროლიგის მატჩებში მან, საშუალოდ, 3.6 ქულა და 1.2 მოხსნა დააგროვა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ლიგის კლუბ „დარიუშშაფაქასთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია Еurobasket-ის სააგენტოებმა გაავრცელეს. 

 29 წლის კალათბურთელსა და „დარიუშშაფაქას“ შორის კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

 მარკოიშვილმა გასული სეზონი მოსკოვის „ცსკა“-ში გაატარა. ევროლიგის მატჩებში მან, საშუალოდ, 3.6 ქულა და 1.2 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება „ვითიბი“ ლიგას, აქ თამაშისთვის საშუალო მაჩვენებლები უფრო მაღალია — 7.4 ქულა, 2.3 მოხსნა და 1.3 მიწოდება. 

 გასული სეზონის შედეგებით, „დარიუშშაფაქამ“ მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც პირველ რაუნდში „ტრაბზონთან“ წააგო.

 წელს „დარიუშშაფაქა“, თურქეთის ჩემპიონატის გარდა, ევროლიგაშიც ითამაშებს. უნდა აღინიშნოს, რომ თურქული გუნდის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე „D“ ჯგუფში მარკოიშვილის ყოფილი გუნდი „ცსკა“ იქნება. გუნდები პირველ შეხვედრას თურქეთში 5 ნოემბერს გამართავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0