თურქეთის მოქალაქეს საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკების პარტიის განადგურება თბილისში
ნარკოტიკების პარტიის განადგურება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქის ხელბარგში 120 ტაბლეტი ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს. იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური 21 აგვისტოს. 

დაკავება საქართველო-თურქეთის საზღვარზე „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", — ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


ყველა ახალი ამბავი
0