2015 წლის ივლისი დაკვირვებების დაწყების თარიღიდან, ყველაზე ცხელი წელი იყო

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიმზე
მზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსთა მონაცემებით, გასული ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,6 გრადუსს შეადგენდა, რაც 0,08 გრადუსით მეტია წინა რეკორდზე, რომელიც 1998 წელს დაფიქსირდა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი თვე იყო 1880 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გლობალური მონაცემების შეგროვება დაიწყო, ამის შესახებ აშშ-ს ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო (NOAA) იტყობინება. 

 სინოპტიკოსთა მონაცემებით, გასული ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,6 გრადუსს შეადგენდა, რაც 0,08 გრადუსით მეტია წინა რეკორდზე, რომელიც 1998 წელს დაფიქსირდა. 

 აფრიკაში გასულმა თვემ ტემპერატურული მაჩვენებლიათ მხოლოდ 2002 წლის ივლისს დაუთმო. ავსტრიაში კი გასული ივლისი 1767 წლიდან — დაკვირვებების დაწყების ეროვნული თარიღიდან, ყველაზე ცხელი იყო. 

 NOAA — ს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა 2015 წელი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად შევიდეს. სპეციალისტთა აზრით, ტემპერატურულ რეკორდებზე გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატის ცვლილება და „ელ-ნინიოს“ ბუნებრივი ფენომენი.


ყველა ახალი ამბავი
0