ქართველი მოცურავე ქალი შავ ზღვაში ახალი მსოფლიო რკორდის დასამყარებლად ემზადება

© http://msy.gov.ge/ქართველი მოცურავე რუსუდან გორდეზიანი
ქართველი მოცურავე რუსუდან გორდეზიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, სპორტსმენს ცურვის დროს სამი კატერი გაჰყვება, სადაც მოთავსდებიან ექიმები, მაშველები, მწვრთნელები, ოფიციალური პირები.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართველი მოცურავე რუსუდან გორდეზიანი ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და შავ ზღვაში წყლიდან ამოუსვლელად 250 კილომეტრის გაცურვას აპირებს. 

 გორდეზიანი ცურვას თურქეთის ქალაქ ესპიედან დაიწყებს და ბათუმში დაამთავრებს, რასაც 3-4 დღე-ღამე დასჭირდება.

 ქართველი მოცურავე არ გამოიყენებს არც ლასტებს, არც სპეციალურ ჰიდროკოსტიუმს, არც რაიმე სხვა დამხმარე აღჭურვილობას.

 გადაცურვა აგვისტოს ბოლო დეკადაშია დაგეგმილი.

 საცურაო მარათონის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს შსს.

 სავარაუდოდ, სპორტსმენს ცურვის დროს სამი კატერი გაჰყვება, სადაც მოთავსდებიან ექიმები, მაშველები, მწვრთნელები, ოფიციალური პირები, ასევე გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები.

 გასულ წელს 29 წლის გორდეზიანმა 25 საათსა და 15 წუთში სარფიდან ანაკლიამდე 73 კილომეტრი გადაცურა და 13 კილომეტრით მამაკაცთა შორის რეკორდი მოხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0