ბათუმში 170 მლნ აშშ დოლარად ღირებული კომპლექსი შენდება

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს Palm Apartment, ღია საცურაო აუზს და პავილიონს.

თბილისი,20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მშენებარე 170 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და გასართობი ცენტრის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური. 

 კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანია "GAB Resorts Holding and Development GmbH“-ის შვილობილი კომპანია საქართველოში — შპს GIMG.

 ამ წარმატებულ პროექტს უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ, განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 „ეს არის 25 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც მოწყობილია ბიზნესაპარტამენტები, ასევე გასართობი და დასასვენებელი სივრცე. ჯამში ორივე პროექტი დაჯდება 170 მილიონი დოლარი. ეს არის ქართული ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში," — განაცხადა საქართველოს პრემიერმა. 

 კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს Palm Apartment, ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ასევე, განთავსდება სხვადასხვა ტიპის აბანოები და რეკრეაციული ზონა. ამ დროისთვის ინვესტორს პროექტში 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი.


ყველა ახალი ამბავი
0