მურმან ჯინორია: ლევ დუროვის შემოქმედება უკვდავია

© RIA Novosti Александр Поляковლევ დუროვი
ლევ დუროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი ლევ დუროვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია, რომელთან ერთადაც ლევ დუროვმა ქართველი რეჟისორების ფილმებში „თვინიერი“ და „მთვარიანი ველის სერენადა“ ითამაშა, მიიჩნევს, რომ დუროვის შემოქმედება მისი მემკვიდრეებისთვის უკვდავია.

  „ისეთი დიდი მსახიობები, როგორიც დუროვია, ლაპარაკობდნენ… ისეთი ფრაზებით, რომ გინდოდა, ეს ფრაზები გესესხებინა. ძალიან მწყინს, რომ ასეთი ჭეშმარიტი მსახიობები ჩვენგან მიდიან. მაგრამ მისი შემოქმედება აუცილებლად დარჩება, ის უკვდავია“, — განაცხადა მურმან ჯინორიამ.

 მსახიობის თქმით, დუროვი მაღალ შეფასებას აძლევდა მის გამოცდილებას მონოსპექტაკლების დადგმებში, რითიც ჯინორიას განსაკუთრებით აქვს სახელი განთქმული. დუროვი მიესალმებოდა არა მხოლოდ პროფესიულ სამსახიობო თამაშს, არამედ მსახიობის უნარს, გადააქციოს საკუთარი იდეები შემოქმედებად, თვლის ჯინორია. 

 ჯინორიას მოგონებებში ლევ დუროვი როგორც ცხოვრებაში, ისე სამსახურში ძალზე კომფრტული ადამიანი იყო.

 „ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო, თავისი პროფესიის მცოდნე. როცა შენზე უფროს მსახიობთან ერთად თამაშობ და თან ასეთ დიდ არტისტთან, კინოგადაღებებზე, სპექტაკლების რეპეტიციებზე — ყველანაირ სულიერ საზრდოს იღებ, მდიდრდები. ასეთი იყო ლევ დუროვი“, — აღნიშნა ჯინორიამ.

 საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი ლევ დუროვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.

 დუროვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობილი 7 აგვისტოს გახდა. ის ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყო. ექიმებმა მას მძიმე პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

 ლევ დუროვი 1931 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა. დუროვების ოჯახი ცირკის არტისტების ცნობილ დინასტიას ეკუთვნოდა, 1967 წელს დუროვმა "მალაია ბრონნაიაზე" მდებარე მოსკოვის დრამატუ თეატრში ჩააბარა. კინოში ლევ დუროვმა გადაღებები 1954 წელს დაიწყო და 160-ზე მეტი როლი შეასრულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0