ხიდაშელი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტებით უკმაყოფილოა

© facebook.com/mod.gov.geთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველთვის, როცა ბურჯანაძე მოსკოვში მიდის და უკან ბრუნდება, საქართველოში რაიმე საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის გადატანა, განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამხრეთ ოსეთის „საზღვარზე“ მომხდარ მოვლენებსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს შორის კავშირი დაინახა.

 ნინო ბურჯანაძე 10-11 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო ჩინოვნიკებს შეხვდა. ასევე 10 ივლისს დაიძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“, როდესაც საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.

 „პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე — წარსულში მიხეილ სააკაშვილის დიდი მეგობარი და მოკავშირე — მიდის მოსკოვში, ხვდება პუტინს და არავინ იცის, რაზე ლაპარაკობენ ისინი. მაგრამ ყოველთვის, როცა ის (ბურჯანაძე) მოსკოვში მიდის და უკან ბრუნდება, საქართველოში რაიმე საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის გადატანა“, განაცხადა ხიდაშელმა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

 თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით შაბათს, 15 აგვისტოს გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს და თავდაცვის მინისტრს ეშტონ კარტერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0