დასავლეთ საქართველოში ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა“.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. დასავლეთ საქართველოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი — დაიღუპა, მათგან სამი — სომხეთის მოქალაქეა, განუცხადეს ჟურნალისტებს შსს-ს პრეს-სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სახალნძრო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები. უწყების ინფორმაციით, ყველა დაშავებული ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა“, რომელიც ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0