რიგაში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშილატვია, რიგა
ლატვია, რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ლატვიისა და ლიტვის პრეიდენტები, ასევე აშშ-ის სენატორები. სავარაუდოდ, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი ნატოს მუშაობის კოორდინირებას მოახდენს, უზრუნველყოფს ალიანსის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების მომზადებას.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. რიგაში ხუთშაბათს ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც უკვე ერთი წელია მუშაობს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.

საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტები — რაიმონდს ვეიონისი და დალი გრიბაუსკაიტე, ასევე აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით.

ცენტრის მიზანია ნატოს მუშაობის კოორდინირება, ალიანსის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების მომზადების უზრუნველყოფა.

ცენტრის გახსნას ეძღვნება კონფერენცია „რიგის დიალოგი სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ: აღქმას მნიშვნელობა აქვს“, რომელიც ლატვიის დედაქალაქში ორი დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მისი მონაწილეები — ნატოს ქვეყნების, ასევე უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები კონფლიქტის დროს სოციალური მედიის როლზე მსჯელობას აპირებენ. ასევე ექსპერტები განიხილავენ კრიზისული პერიოდის დროს მასმედიის ზეგავლენას საზოგადოებაზე.


ყველა ახალი ამბავი
0