საქართველო შპიონაჟისთვის გასამართლებულ ესტონეთის მოქალაქეს მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიძველებური ლამპიონი და დროშა საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე თბილისში
ძველებური ლამპიონი და დროშა საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის პოლიციის თანამშრომელი ესტონ კოჰვერი 2014 წლის 5 სექტემბერს ფსკოვის ოლქის ტერიტორიაზე დააკავეს. მას თან ჰქონდა სპეცტექნიკა ფარული ჩანაწერებისთვის, პისტოლეტი და 5 ათასი ევრო.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესტონეთის პოლიციის თანამშრომლის ესტონ კოჰნერისთვის რუსეთის სასამართლოსს მიერ გამოტანილ განაჩენს უკანონო ქმედებად მიიჩნევს და მისი სწრაფად გათავისუფლების იმედი აქვს.

ფსკოვის ოლქის სასამართლომ ესტონეთის პოლიციის უსაფრთხოების თანამშრომელს ესტონ კოჰვერს 19 აგვისტოს 15 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო შპიონაჟში, კონტრაბანდაში, იარაღის ტარებაში, ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

 „ აღნიშნულ განაჩენს, ისევე როგორც ესტონ კოჰვერის  პატიმრობას, განვიხილავთ როგორც უკანონო ქმედებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა მოხდეს ესტონეთის მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხშაბათს, 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ესტონეთის პოლიციის თანამშრომელი ესტონ კოჰვერი 2014 წლის 5 სექტემბერს ფსკოვის ოლქის ტერიტორიაზე დააკავეს. მას თან ჰქონდა სპეცტექნიკა ფარული ჩანაწერებისთვის, პირტოლეტი და 5 ათასი ევრო. 


ყველა ახალი ამბავი
0