დეპუტატი: აშშ-ში რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობების შეხვედრა დაგეგმილი არაა

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე და ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამდგომლობით ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში წარმოებს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გაეროს გენერალურ ასამბეაზე საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობების შეხვდრა არ იგეგმება, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წელს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასმბლეაზე გაემგზავრება. ასამბლეას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

 „დერეფნებში შეხვედრები, ჩვეულებრივ, ხდება, მაგრამ შეხვედრები, როგორც წესი, მზადდება. ასეთი შეხვედრის ორგანიზება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრა არ იქნება“, — განაცხადა ვოლსკიმ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად ცნო. საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე და ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამდგომლობით ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში წარმოებს.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს პირველ პირებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს, მაგრამ საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ შეხვედრას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ის კონკრეტულ შედეგზე იქნება მიმართული.


ყველა ახალი ამბავი
0