თბილისის ახალ ზოოპარკს დაახლოებით წლინახევრის შემდეგ ააშენებენ

© https://www.facebook.com/CityHallofTbilisiთბილისის მერია თბილისის ზოოპარკის დროებით მოწყობისათვის თანხებს გამოყოფს
თბილისის მერია თბილისის ზოოპარკის დროებით მოწყობისათვის თანხებს გამოყოფს - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 ივნისის ღამეს საქართველოს დედაქალაქს ძლიერი წვიმა და სეტყვა დაატყდა თავს. მდინარე ვერე ნაპირებიდან გდმოვიდა და ხეობაში სხვადასხვა შენობა-ნაგებობები დატბორა, მათ შორის - ზოოპარკი. მისი ტერიტორია დაინგრა და ბინადართა უმეტესობა დაიღუპა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის ახალი ზოოპარკი არანაკლებ წლინახევრის შემდეგ აშენდება, განაცხადა ხუთშაბათს ქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 13 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — პარკიმზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილთაგან ზოგიერთი, მათ შორის მტაცებელი ცხოველები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი ზოოპარკში დააბრუნეს, ნაწილი კი ლიკვიდირებულია.

„რაც შეეხება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე — თბილისის ზღვაზე გადატანას, ქალაქის ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შესაბამისი სახსრები უკვე მობილიზებულია, დავიწყებთ ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოსაზღვრას. ამჟამად ორი პროექტი გვაქვს და დროის ათვლა იქიდან გამომდინარე დაიწყება, თუ რომელი პროექტი იქნება საბოლოოდ შერჩეული. სავარაუდოდ, ამისთვის წელიწადნახევარი მაინც დაგვჭირდება“, — განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქით, დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ხელისუფლებისთვის გაჩენილი პრობლემებიდან ზოოპარკი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემაა. ვერეს მდინარესთან დანგრეული გზა სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, ხოლო ძველი ზოოპარკი მუშაობას უკვე სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებს.

როგორც უფრო ადრე ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, მჟამად კვლავ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდა. გაწმენდა თითქმის დამთავრებულია, მაგრამ არის კიდევ ბევრი დეტალი, რომელიც უნდა დასრულდეს. სექტემბერში ზოოპარკი გაიხსნება, იმუშავებს ის ნაწილი, რომელიც წყალდიდობას გადაურჩა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოოპარკი ახალი ცხოველებით შეივსება. ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალი ზოოპარკის გახსნის შემდეგ ძველი ზოოპარკის ადგილას სარეკრეაციო ზონა გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0