თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კაიროში მომხდარი აფეთქებასთან დაკავშირებით ეგვიპტეში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს კვლავ ურჩევს, არ დატოვონ საკურორტო ზონების საზღვრები, აღნიშნულია ხუთშაბათს საღამოს გავრცელებულ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
20 აგვისტოს კაიროში ეგვიპტის ეროვნული უშიშროების სამმართველოს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რეკომენდაციებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ეგვიპტეში ტურისტული მიზნით იმყოფება — არ დატოვოთ საკურორტო ზონები და თავი აარიდეთ იმ რაიონებს, სადაც მაღალი ტერორისტული და კრიმინოგენული ვითარებაა“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
„მომხდართან დაკავშირებით, კვლავ ვაცხადებთ რუსეთის პრინციპულ პოზიციას, რომ რუსეთი გმობს და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტერორისტული აქტი მისი მოტივებისა და შემსრულებლებისგან განურჩევლად. დაშავებულების ოჯახებს გულწრფელად ვუსამძიმრებთ, ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინაშე მდგარნი ვუცხადებთ სოლიდარობას ეგვიპტის ხელისუფლებასა და ხალხს“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.