„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობა სასამართლოში ბრძოლას აპირებს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობა თბილისში
ტელეკომპანია რუსთავი-2-ის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აუნაზღაურდეს საავტორო უფლებებისთვის 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე, დაუბრუნდეს ტელეკომპანიის უძრავი ქონება.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტები თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელს შეიტანენ, განაცხადა იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

 რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აუნაზღაურდეს საავტორო უფლებებისთვის 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე, დაუბრუნდეს ტელეკომპანიის უძრავი ქონება. ხალვაშმა სარჩელში ასევე სასამართლო გარჩევის დასრულებამდე ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღება მოითხოვა. ეს მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

კომპანიის მფლობელებმა ხალვაშის სარჩელს უსაფუძვლო, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტური უწოდეს.

 „ჩვენ ხალვაშის სარჩელი სასაცილოდ მიგვაჩნია და ის არანაირ საფუძველზე არ უნდა დაკმაყოფილდეს“, — განაცხადა მურადაშვილმა.
 რუსთავი2“-თან დაკავშირებული სარჩელი 2005-2006 წლებს ეხება, როდესაც, ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2005 წლის დეკემბერში კომპანიის 22% კომპანიასაქცემენტსგადასცა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი ერთპიროვნულად ფლობდა. ხალვაშმა 2006 წელს დარჩენილი 78% ბიძინა ნიჟარაძის კომპანიაჯეოტრანსსმიჰყიდა. ხალვაში ირწმუნება, რომ საკუთარი წილის გაყიდვა აიძულეს.

 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. „ქართული ოცნებისყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომრუსთავი 2“ სააკაშვილის ტელევიზიაა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

 



!-- —>
!-- —>

ყველა ახალი ამბავი
0