სსრკ-ს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი ლევ კონსტანტინოვიჩ დუროვი 20 აგვისტოს მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
დუროვის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 7 აგვისტოს გავრცელდა, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. გამოკეთების შემდეგ ის კვლავ ცუდად გახდა, ექიმებმა მას პნევმონიის მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.
რუსი მსახიობი, რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი ლევ დუროვი 1931 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა. დუროვების ოჯახი რუსი ცირკის მსახიობების ცნობილ დინასტიას მიეკუთვნება. 1967 წელს დუროვი მოსკოვის მალოი ბრანნოიზე მდებარე დრამატულ თეატრში ჩაირიცხა. კინოში გადაღება ლევ დუროვმა 1954 წელს დაიწყო და 160-ზე მეტი როლი შეასრულა.

1/9
© RIA Novosti
მსახიობები ვიაჩესლავ ტიხონოვი შტირლიცის როლში (მარცხნივ) და ლევ დუროვი კლაუსის ტატიანა ლიოზნოვას როლში სატელევიზიო მხატვრულ ფილმში "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება".

2/9
© RIA Novosti
ლევ დუროვი (მარჯვნივ) პეტრენკოს როლში, კადრი მხატვრული ფილმიდან "საზღვაო მოთხრობები". რეჟისორები ალექსანდ სვეტლოვი და ალექსეი სახაროვი. კინოსტუდია "მოსფილმი". 1967 წელი.

3/9
© RIA Novosti
კადრი მხატვრული ფილმიდან "მოგზაურობის ზღაპარი", რეჟისორი ალექსანდრ მიტი. გორგონის როლში მსახიობი ლევ დუროვი.

4/9
© RIA Novosti
არტისტი ლევ დუროვი მოსკოვის ლენინის კომკავშირის სახელობის ტეატრის სცენაზე ბერტოლდ ბრეხტის პიესის "ადამიანი ადამიანია" სპექტაკლში.

5/9
© RIA Novosti
სსრკ-ს სახალო არტისტი გიორგი ჟჟენოვი (მარცხნივ) და სსრკ-ს სახალხო არტისტი ლევ დუროვი (მარჯვნივ) ფიმში "მივდივარ საძებნელად" (რეჟისორი იგორ დობროლიუბოვი).

6/9
© RIA Novosti
მარცნიდან მრჯვნივ: არტისტი ანდრეი მარტინოვი პოდკოლესინის როლში, დიმიტრი დორლიაკი ანუჩკინის როლში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლეონიდ ბრონევოი "იაიშნიცის" როლში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლევ დუროვი ჟევანიკის როლში, არტისტი ვიქტორ კამაევი პანტელეევის როლში გ. გოგოლის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "ქორწინება".

7/9
© RIA Novosti
ლევ დუროვი (მრცხნივ) გიორგი დიმიტრიევიჭის როლში და ვლადიმერ ბასოვი (მარჯვნივ) სტრეშნიკოვის როლში ნაუმ ბირმანის ფილმში "შაგ ნავსტრეჩუ".

8/9
© RIA Novosti Александр Поляков
ლევ დუროვი (მარჯვნივ) ვოლფგანგ შვიტერის როლში და ნიკიტა სალოპინი მღვდლის როლში სპექტაკლში "მეტეორი". დამდგმელი რეჟისორი ა. ჟიტინკინი. თეატრი მალოი ბრონოიზე.

9/9
© RIA Novosti . Галина Кмит
არტისტი როლან ბიკოვი (მარცხნივ) ხრუშოვის როლში და არტისტი ლევ დუროვი (ცენტრში) ანასტას მიკოიანის როლში იგორ გოსტაევის ფილმში "რუხი მგლები".