საქართველოში დანაშაულის დონე შემცირდა

გამოწერა
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში 20 ათას 438 დანაშაული დაფიქსირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 21 ათას 360.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დანაშაულის დონემ 2015 წლის შვიდ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით იკლო, იუწყება ხუთშაბათს, 20 აგვისტოს საქართველოს შსს.

 საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში 20 ათას 438 დანაშაული დაფიქსირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში — 21 ათას 360.

 ამასთან, 3,5%-ით გაიზარდა დანაშაულის გახსნის რაოდენობა.

 კვლავ ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია სხვისი საკუთრების უკანონოდ მისაკუთრება (7 532), სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობების მიყენება (2 816), ნარკოტიკებთან (2 631) და ტრანსპორტთან (2 104) დაკავშირებული დანაშაულები.

 2015 წლის ივლისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3302 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1378 დანაშაული. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 3.62%-ით იკლო.

 ოპოზიციამ „ქართულ ოცნება“ დამნაშავეების მიმართ არასწორი პოლიტიკის და დანაშაულის დონის ზრდის გამო არაერთხელ დაადანაშაულა. საქართველოს შსს მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ოპოზიციის მოსაზრებას აქარწყლებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0