თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik.საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ მეკარე ოთარ მიგინეიშვილი დისკვალიფიცირებულია 4 მატჩში თამაშისგან და დაჯარიმებულია 800 ლარით.
გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე.
მიგინეიშვილი დაისაჯა „ცხინვალსა“ და „საბურთალოს“ შორის ამხანაგურ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო. მატჩის მსვლელობისას მეკარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯებს, მატჩის დასრულების შემდეგ კი ფიზიკური.
თამაშებისაგან დისკვალიფიკაციისა და ჯარიმის გარდა, მიგინეიშვილი ასევე ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.