ერთ კვირაში საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნება

© FB / Kakha Kaladzeქართულ-ამერიკული სწავლებები
ქართულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნატოს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს ერთ კვირაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის, განუცხადა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 „ნატოს გენერალური მდივანი ერთ კვირაში საქართველოში ჩამოდის. ჩვენ სასწავლო ცენტრს ვხსნით.ამ ცენტრთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია იყო, რომ ეს საწვრთნელი ბაზაა და ა. შ. ეს საწვრთნელი ბაზა არაა, ეს სასწავლო ცენტრია ჩვენი ჯარისკაცებისთვის…“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 26-27 აგვისტოს ეწვევა.

საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0