ქედაში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

© https://www.facebook.com/GaribashviliOfficial?fref=tsქედაში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა
ქედაში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმოში შესაძლებელი იქნება ყველა სახეობის ხილის მიღება და გადამუშავება. დამზადდება ხილფაფები, ჯემები, მურაბები, საწებლები. პროდუქცია ადგილზე დაფასოვდება და რეალიზაცია გაუკეთდება როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ — ქართული, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში განაცხადა, სადაც 19 აგვისტოს, ოთხშაბათს,  კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი "აგრო ქედის" საწარმოს გახსნას დაესწრო. ქარხანა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა, მთლიანად აჭარის რეგიონს მოემსახურება და უკვე მზადაა, მიიღოს საშუალო და მაღალი ხარისხის ხილი, იტყობინება მთავრობის პრეს-სამსახური.

 „ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ქართული პროდუქცია და ამით კონკურენცია გავუწიოთ უცხოეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან პროდუქციას. იმპორტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მთავრობა მზად არის, გვერდით დაუდგეს ბიზნესმენებს, რომლებსაც მეტი გაბედულება სჭირდებათ", — განაცხადა პრემიერმა.

 ახლად გახსნილი საწარმო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურად საიმედო პროდუქციის რეალიზაციაზე. საწარმოში შესაძლებელი იქნება ყველა სახეობის ხილის მიღება და გადამუშავება; დამზადდება ხილფაფები, ჯემები, მურაბები, საწებლები. პროდუქცია ადგილზე დაფასოვდება და რეალიზაცია გაუკეთდება როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.

 ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

 "ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი.  ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა“, —თქვა ღარიბაშვილმა. 

 მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, გასულ წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სახელმწიფომ უკვე 135 ქარხანა დააფინანსა.

"გასულ წელს შეიქმნა 30 000 სამუშაო ადგილი, აქედან 90% მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სახელმწიფოს მხარდაჭერით კერო სექტორი ვითარდება“, თქვა ღარიბაშვილმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0