თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო სწავლებების გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარეობს. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს 19 აგვისტოს, ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
9 ათასამდე არტილერისტი, და სამი ათას ერთეულზე მეტი სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს სამხედრო სწავლებებში, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის, ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალური ოლქის, ასევე სომხეთის, ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) პოლიგინებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის მანევრებთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო, განაცხადა ფხალაძემ. მისი თქმით მარგველაშვილმა ამ ქმედებებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებზე რეაგირების თხოვნით მიმართა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. პასუხად საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.