თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ძველ თბილისში ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის დასაწყებად 21 საღი ფიჭვის ხე მოჭრა.
ძველ თბილისში ხეების უკანონოდ მოჭრასთან დაკავშირებით ქალაქის მერია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, განაცხადა ოთხშაბათს, 19 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება… „ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია“, — განაცხადა ნარმანიამ.
ოპოზიცია თბილისის მერიას ახალი მშენებლობებისთვის ქალაქში ხეების განადგურებაში დებდა ბრალს. მერია ირწმუნება, რომ მხოლოდ ხმელი ხეების მოჭრის ნებართვას იძლევა.