თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. პანკისის ხეობაში ჩანჩქერის ფონზე ფოტოს გადაღება ახალგაზრდა მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ის წყალსაცავში ჩავარდა და დაიხრჩო, განუცხადა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 19 აგვისტოს საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის „112“-ის პრეს-სამსახურმა.
ტრაგედია პანკისის ხეობაში ხადორის წყალსაცავის ჩანჩქერზე მოხდა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცენტრში სამშაბათს მიიღეს. პრეს-სამსახურის განცხადებით, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ს პრეს-სამსახურში დააზუსტეს, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც, დიდი ალბათობით, ხეობაში დასასვენებლად იმყოფებოდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.