ხიდაშელმა ქართული წარმომავლობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგო

© facebook.com/mod.gov.geხიდაშელმა ქართული წარმომავლობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგო
ხიდაშელმა ქართული წარმომავლობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით შაბათს, 15 აგვისტოს გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს და თავდაცვის მინისტრს ეშტონ კარტერს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს, იუწყება სამშაბათს, 18 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრო. 

 ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა აშშ-ის სამხედრო სამსახურში 38 წელი იმსახურა. 1993-1997 წლებში ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის სარდალი იყო. 1997 წელს საკუთარი ნებით გათავისუფლდა აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან. 2004 წელს ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიის მრჩეველი იყო. 2011 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია აშშ-ის არლინგტონის ერონულ სამხედრო სასაფლაოზე.

  „სიმბოლურია, რომ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიმყოფებით, სადაც პატივი მივაგეთ წარმოშობით ქართველი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით შაბათს, 15 აგვისტოს გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს და თავდაცვის მინისტრს ეშტონ კარტერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0