ხელისუფლებამ ბანგკოკში აფეთქების მომწყობზე ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესა

გამოწერა
ტერაქტი ბანგკოკის ცენტრში 17 აგვისტოს საღამოს მოხდა. დაიღუპა 20 ადამიანი, 123 - დაიჭრა. მთავარი ეჭვმიტანილია მამაკაცი, რომელიც ინციდენტის ადგილას ზურგჩანთით ყვითელ მაისურში მივიდა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ტაილანდის ხელისუფლებამ ერთი მილიონი ბატის (დაახლოებით 28 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბაგკოკის აფეთქების უკან მდგარი ბოროტმოქმედის დაკავებაში დაეხმარება, წერს გაზეთი Bangkok Post.

 როგორც ტაილანდის პოლიციის წარმომადგენელმა პრავუტ თავორნსირიმ „ტვიტერში“ განაცხადა, მომხდარში შესაძლო დამნაშავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდო ტაილანდის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სომიოტ პჰუმპჰანმუანგმა დააწესა.

 პოლიციის მონაცემებით, მთავარი ეჭვმიტანილია მამაკაცი, რომელიც ინციდენტის ადგილას ზურგჩანთით ყვითელ მაისურში მივიდა. გუშინ გენერალ-მაიორმა პრავუტ თავორნსირიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში სავარაუდო ბოროტმოქმედის ფოტო განათავსა, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოთვალთვალის კამერების მასალებიდან არის აღებული.

 ოთხშაბათს ტაილანდის პოლიციამ ეჭვმიტანილის უფრო დეტალური გამოსახულება გაავრცელა. თავორნსირის ინფორმაციით, ის შეიძლება უცხოელიც იყოს, სავარაუდოდ, აქვს უფრო ღია ფერის კანი, მუქი ფერის თმა, ტერაქტადე ცოტა ხნით ადრე მას მზის სათვალე ეკეთა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

მანამდე ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენემა სანსემ კეოკამნეტმა განაცხადა, რომ გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფეთქების უკან ერთი ტერორისტი კი არა, არამედ პირთა ჯგუფი დგას.

 ძლიერი აფეთქება რატჩაპრასონგის გზაჯვარედინზე, ქალაქის საქმიან და ტურისტულ ნაწილში, მსხვილი მაღაზიებისა და მთავარი ინდუისტური ტაძრის სიახლოვეს მოხდა. რადიოსამართავიანი თვითნაკეთი ბომბი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერების სახით ტრინიტროტოლუოლი (ტროტილი) გამოიყენეს, ინდუისტური ტაძრის ერავანის ღობესთან დადეს.

 ტერაქტი ბანგკოკის ცენტრში 17 აგვისტოს საღამოს მოხდა. დაიღუპა 20 ადამიანი, 123 — დაიჭრა, მათი უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.


ყველა ახალი ამბავი
0