საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისში 11,1 ათასი ტონით გაიზარდა

საწვავი, ბენზინი.
საწვავი, ბენზინი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 29,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,1%-ს შეადგენს

თბილისი, 18 აგვისტო— Sputnik. 2015 წლის ივლისში ნავთობპროდუქტების იმპოტი საქართველოში 2015 წლის ივნისთან შედარებით 11,1 ათასი ტონით გაიზარდა და 92,1 ათასი ტონა შეადგინა, ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება. 

„მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 92,1 ათასი ტონა, რაც 11,1 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 34,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 57,6 ათასი ტონა“, იტყობინება კავშირი. 

  საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი — 24,4  ათასი ტონა ანუ 70,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი — 9,7 ათასი ტონა ანუ 28,1%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი — 0,4 ათასი ტონა ანუ 1,2%.

  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივლისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) — 26,4 ათასი ტონა ანუ 45,8%, L-62 დიზელის საწვავი — 31,2 ათასი ტონა ანუ  54,2%.

  ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან — 29,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,1%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი  - 24,2 ათასი ტონა   — 26,3%;  ბულგარეთი — 17,0 ათასი ტონა  - 18,5%;  რუსეთი — 10,6 ათასი ტონა — 11,5%; საბერძნეთი  - 6,2 ათასი ტონა — 6,7%, თურქმენეთი   — 4,5 ათასი ტონა — 4,9%.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0