ფქვილისა და ხორბლის იმპორტი საქართველოში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს

© https://www.facebook.com/mofgeorgiaეკონომიკური ზონა ფოთში
ეკონომიკური ზონა ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პურპროდუქტების მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მონოპოლიაა, ხოლო პროდუქტის ალტერნატიული შემოტანის შემთხვევაში საბაჟოზე ხელოვნური წინააღმდეგობები იქმნება.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმიდინარეობს, იტყობინება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 

 პურპროდუქტების მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მონოპოლიაა, ხოლო პროდუქტის ალტერნატიული შემოტანის შემთხვევაში საბაჟოზე ხელოვნური წინააღმდეგობები იქმნება. 

 „ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში მიმიდინარეობს დაუბრკოლებლად.  საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ თუ 2013 წელს საქართველოში, იანვარი-ივლისის თვის განმავლობაში შემოვიდა 209 099 020 ტ ხორბალი, ამავე პერიოდში უკვე 2014 წელს ქვეყანაში იმპორტის სახით შემოვიდა 218 838 709 ტ, ხოლო 2015 წელს იანვარი-ივლისის მონაცემებით ხორბლის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 240 594 225 ტონამდე. ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც“, — აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 უწყება ასკვნის, რომ გავრცელებული ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორბლისა და ფქვილის განბაჟებისას, საქონლის ხელოვნური შეფერხების შესახებ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.


ყველა ახალი ამბავი
0